საქართველოში მზესუმზირის ზეთის გაძვირებაა მოსალოდნელი. მიზეზი მთავარი იმპორტიორი ქვეყნის — რუსეთის მიერ ექსპორტზე გაზრდილი საბაჟო გადასახადია.
საქსტატის მონაცემებით, წელს ზეთის იმპორტი უკვე 14.6%-ით გაძვირდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ქვეყანა 1 ლიტრ მზესუმზირის ზეთში საშუალოდ 1.37 დოლარს იხდიდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ფასი (გადასახადების გარეშე) 1.57 აშშ დოლარამდე გაიზარდა.


















