21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 ათასი ლარი დაიხარჯება

ფინეთში დათვმა სამხედრო მანიოვრები ჩაშალა

საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ  ინფორმაციას ბათუმელები გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება.

მათივე ცნობით, კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა.

„წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. სახეობების სტატუსის შეფასებისთვის საჭიროა ინფორმაციის განახლება და დამატებითი კვლევების წარმოება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მურა დათვის მონიტორინგი, თუმცა სახეობების საკონსერვაციო სტატუსის განახლებისა და პოპულაციის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევა და საქართველოს მთლიანი ტერიტორიის [მათ შორის დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული ტერიტორიის] დაფარვა“,_  წერს გარემოს დაცვის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და არა ინტერესები, ფული და კუტოკები
შემდეგი სტატიაბადრა გუნბა: მომავალში აფხაზეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან აღიარებას ელოდება