16.8 C
Tbilisi
სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026
banner

საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტზე ახალი წესები დამტკიცდა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა

საქართველოს მთავრობამ სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ვეტერინარული მოთხოვნები განაახლა.

შესაბამისი ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ახალი წესების მიხედვით, საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვი, რომლის მაკეობის ვადა არ აღემატება 8 თვეს.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ პირუტყვი არ უნდა იყოს ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ, ან ვაქცინირებული უნდა იყოს მხოლოდ ე.წ. DIVA ვაქცინით. მთავრობის დადგენილებაში DIVA განიმარტება როგორც ვაქცინაცია ისეთი ვაქცინის გამოყენებით, რომელიც შესაბამისი სეროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდებით ვაქცინირებულ პოპულაციაში ინფიცირებული ცხოველის გამოვლენას შესაძლებელს ხდის.

იმპორტისთვის განკუთვნილი პირუტყვი უნდა გამოდიოდეს ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც შესაბამისი ვადების განმავლობაში თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისგან.

უფრო კონკრეტულად, მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთია:

მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისგან თავისუფალი უნდა იყოს ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის, კონტაგიოზური პლევროპნევმონიისა და ვეზიკულური სტომატიტის შემთხვევაში – ქვეყანა ბოლო 24 თვის განმავლობაში;
თურქულის შემთხვევაში – ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში;ბრუცელოზის, ტუბერკულოზისა და პარატუბერკულოზის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში;
ლეიკოზის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში;
ლეპტოსპიროზის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში;
ჯილეხის შემთხვევაში – მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ვთავაზობ ღარიბაშვილს შემოგვიერთდეს
შემდეგი სტატიარუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა