25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

საქართველოში მოსახლეობის 27.2% კვლავ წყალმომარაგების სისტემის მიღმა რჩება

2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (243.4 მილიონი კუბური მეტრი).

ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.87 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 72.8%), რაც 2.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.79 მილიონი ადამიანი).

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 27.2% კვლავ წყალარინების სისტემის მიღმაა დარჩენილი.

„2025 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.06 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.3%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2 მილიონი) აღემატება 3.0%-ით.

2025 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.64 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 41.6%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.59 მილიონი) აღემატება 3.1%-ით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს
შემდეგი სტატიაObserver: კირ სტარმერი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული