საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3% მობილურ ტელეფონს ფლობს, რაც წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
მობილური ტელეფონის მფლობელთა წილი გაიზარდა როგორც ქალაქად (0.4 პროცენტული პუნქტით — 95.2%-მდე), ისე სოფლად (1.1 პროცენტული პუნქტით — 90.1%-მდე).
მობილურ ტელეფონებს ყველაზე აქტიურად 15-იდან 59 წლამდე ასაკის მოსახლეობა ფლობს, თუმცა მაღალია მაჩვენებელი უფროს თაობაშიც:
15–29 წელი და 30–59 წელი: 99.1%
60 წლის და უფროსი ასაკი: 90.8%
6–14 წელი: 71.2%
კვლევის მიხედვით, ქვეყანაში კომპიუტერით უზრუნველყოფილია ოჯახების 57.9%. საქალაქო დასახლებებში ეს მაჩვენებელი 69.0%-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო დასახლებებში თითქმის 26%-ით ნაკლებია და 42.8%-ს უტოლდება.
კომპიუტერით უზრუნველყოფა რეგიონების მიხედვით:
თბილისი: 74.1%
აჭარის ა.რ.: 62.1%
სამცხე-ჯავახეთი: 56.9%
ქვემო ქართლი: 52.8%
მცხეთა-მთიანეთი: 52.4%
იმერეთი: 51.0%
შიდა ქართლი: 50.7%
კახეთი: 46.9%
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 46.8%
გურია: 37.4%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 30.1%
ბოლო 3 თვის განმავლობაში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9%-მა ისარგებლა კომპიუტერით. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე აქტიური მომხმარებლები ბავშვები და ახალგაზრდები არიან:
6–14 წლის ასაკობრივ ჯგუფში კომპიუტერი ბოლო 3 თვეში 89.3%-მა გამოიყენა;
15–29 წლისებში — 79.7%-მა;
30–59 წლის მოსახლეობაში — 47.0%-მა;
60 წლის და უფროს ასაკში ეს მაჩვენებელი 22.3%-მდე მცირდება.















