საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების ეპიცენტრი თბილისის დროით 15:14 საათზე​ ქალაქ ონთან, სოფელ მართგაჯინაში იმავე ადგილას დაფიქსირდა, სადაც გუშინ 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ, პირველადი ინფორმაციით, 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიაივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში
შემდეგი სტატიარუსთაველის თეატრის წინ გამართული აქციის მონაწილეებმა ოპერასთან გადაინაცვლეს