საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარი – დოლიძე

წარმოიდგინეთ, საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარი. ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში, ასევე გერმანიაში, ყველგან არის დადგენილი მინიმალური ხელფასის ზღვარი. ანუ ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობა. დღეს ჩვენ ვითხოვთ, განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ის ოდენობა, რაც შესატყვისი იქნება იმ რეალობისათვის, რაც გვაქვს ყვეყანაში.- აცხადებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე.

“მინიმალური ხელფასის პრობლემას ჩვენი პარტია “ხალხისთვის” მუდმივად ახმოვანებს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ გაძვირდა ფასები და რამხელა ინფლაციაა ქვეყანაში. ის 200-300 ლარი რომელიც დადგენილი იყო ხელფასად, ყოფნის ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედ ნაწილს. უნდა წარმოიშვას მსჯელობა ბიზნეს სექტორებთან. არ შეიძლება მაღაროში მომუშავე და გაყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანს ერთი და იგივე მინიმალირი ხელფასი ჰქონდეთ დადგენილი, რადგან მათი შრომა განსხვავებულია.”
პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების თემასთან დაკავშირებით – “ახალგაზრდები არიან ძალიან ცუდ სიტუაციაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მათ უჭირთ სწავლის დაწყება ან გაგრძელება არის ის, რომ ისინი მუშაობენ. თითქმის ყველა ახალგაზრდა დღეს არის დასაქმებული და ცდლობენ თავიანთი შრომით ირჩინონ თავი. ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ მათ შევთავაზოთ ნორმალური ანაზღაურება. ასევე სტაჟირებები, რომლებიც იქნება ანაზღაურებადი.”
თუ ჩვენ ახალგაზრდებს არ მივაქცევთ ყურადღებას ისინი წავლენ ევროპაში და ჩვენ მათ დავკარგავთ.მათ უნდა დავუდგინოთ სპეციალური საგადასახადო შეღავათები, რადგან ისინი მუშაობენ. მათ მუშაობასთან ერთად სჭირდებათ სწავლა-განათლება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მათ წინავლას. – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს 4 დღე უქმეა და უნდა ვიყოთ ინფორმაციის გარეშე… მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, პირადი ექიმი მაინც შეუშვან, რომ მარტო არ იყოს კრიტიკულ ვითარებაში – ხერხეულიძის მიმართვა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ისლანდია მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-ში სრულფასოვან წევრობას