ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნის, არტემ ურშულსკის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს და ევროკავშირისგან უფრო მეტად აშორებს.
“რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია. ლატვია ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული ძალების ძლიერი პარტნიორი და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს და ევროკავშირისგან უფრო მეტად აშორებს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ მხარეს საქართველოში. თუ არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებაში, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ისინი,” – თქვა არტემ ურშულსკიმ.
















