საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს.

საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ და “ალტერ ვიჟენს” ჩამოჰყავს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური მხარეები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.

bm.ge-ის წყაროს ინფორმაციით, მერაია ქერის ჩამოყვანის ჰონორარი და სხვა ხარჯები პროექტ Check in Georgia-სთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხებიდან დაიფარება. საერთაშორისო არტისტის პროდუსერებთან ფინალური მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გამართება. გამომდინარე იქიდან, რომ მერაია ქერის ჩამოყვანაზე საბოლოო კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არაა, ჰონორარი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიჩემს მიმართ გაწიწმატებულები და გავეშებულები არიან რადიკალები და რუსეთუმეები – ტიგინაშვილი
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზედამხედველობის სამსახურის უფროსს უყურადღებობაში ადანაშაულებენ