საქართველოში მასწავლებლის ხელფასი აღარ გაიზრდება

საქართველოში მასწავლებლის ხელფასი აღარ გაიზრდება. ამის შესახებ დღეს მედიასთან “ქართული ოცნების” ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მასწავლებლებს გასულ წელს ხელფასი დაახლოებით 30-35%-ით გაეზარდათ, რის გამოც მომავალ წელს ხელფასები მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს მოემატება.

მასწავლებლების ხელფასები, მოგეხსენებათ გასულ წელს მოხდა მნიშვნელოვანი ზრდა ერთბაშად, ანუ დაახლოებით სამი წლის პროგნოზი რაც იყო ზრდის ის ერთიანად მოხდა, დაახლოებით 30-35%-ით ზრდა მოხდა მასწავლებლების ხელფასის, შესაბამისად წელს აღარ არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული, თუმცა საათობრივი გადანაწილებით შეიძლება ნაწილ მათგანს გაეზარდოს.

გაზრდა წელს გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში, სადაც, პარლამენტში განხილვების დროსაც იყო ეს მოთხოვნა და 20%-იანი ზრდა გვაქვს უკვე სკოლებში ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ნაწილში,” – თქვა გიორგი კაკაურიძემ.

პარალელურად, “ოცნების” განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო თითოეული საგნისთვის ერთი სახელმძღვანელოს დამტკიცებას გეგმავს. შესაბამისად საჯარო სკოლები სახელმძღვანელოებს ვეღარ აირჩევენ.

უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ სახელმძღვანელოებზე აქტიური მუშაობა რომელიც დაეფუძნება ზოგადო განათლების ეროვნული მიზნების სქემას და იმ მიზნებს, რომლებიც იქ არის ასახული. სასწავლო პროგრამის სტანდარტები სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი იმ მოთხოვნებთან, რომელსაც აწესებს ეროვნული გამოცდები.

სახელმძღვანელოს აქვს ერთ-ერთი არსებითი მნიშვნელობა სასწავლო პროცესის ნაწილში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აიღოს მთლიანი პასუხისმგებლობა ამ სახელმძღვანელოს ხარისხზე, შინაარსობრივ კომპონენტზე და უზრუნველყოს, რომ ყველა სკოლაში ერთი და იგივე დონეზე, ერთი და იგივე საგანში იყოს ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო და არ იყოს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც შედარებითობის თვალსაზრისით, გაზომვადობის თვალსაზრისით, სწავლის ხარისხიანობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ის მოცემულობა რაც დღეს გვაქვს,” – თქვა გივი მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება.

სასკოლო პროცესში კი მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება.

banner
წინა სტატიაში“ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიამომწამვლელი ნივთიერების სკანდალი – გვარამია მაღალჩინოსნებს ასახელებს, ვინც “დანაშაული ჩაიდინა”