საქართველოში მასწავლებლობის მსურველთა და მოქმედი პედაგოგების გამოცდები დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.
წელს საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე სულ 29 000-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. დღეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ქვეყნის მასშტაბით სულ 3 600-მდე აპლიკანტი გადის, მათგან 230 — ახალციხის საგამოცდო ცენტრში, სადაც პროცესს განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ.
















