საქართველოში მაგნიტუდით 3,8 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დედოფლისწყაროსთან დღეს 10:36 საათზე მაგნიტუდით 3.8 მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ გამარჯვებიდან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში ქართველი მოკლეს, ეჭვმიტანილი მისივე თანასოფლელია
შემდეგი სტატიამთაწმინდაზე ხანძარია