16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

საქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, საქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია იმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების თანახმად, ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაში კაჭრეთში.

“ავიაექსპედიციის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვას გეგმავს
შემდეგი სტატიასასამართლომ ნასაკირალში ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა