საქართველოში კრემლთან დაახლოებული ჰაკერული დაჯგუფება მოქმედებს – Daily Mail – ის სკანდალური გამოძიება

The Daily Mail წერს, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. გამოცემის მიხედვით კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული. წყაროზე დაყრდნობით ისინი წერენ, რომ ჰაკერებმა მოპარული ინფორმაციის დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს და კომპანის ფასდაკლებას დაჰპირდნენ, თუ კორონავირუსის წამალს იპოვიან.

გამოცემის ცნობით, Hammersmith Medical Research (HMR)-ში დაადასტურეს, რომ 14 მარტს მომხდარი კიბერ-თავდასხმის შედეგად მოპარულია პასპორტების დასკანერებული ვერსიები, სადაზღვეო ბარათების და ვიზის დოკუმენტების მონაცემები, პაციენტების ფოტოები, კითხვარები და სამედიცინო ისტორიები.

პარალელურად დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობები ავრცელებენ გაფრთხილებას ჯანდაცვის სექტორზე კიბერ-თავდასხმების საფრთხის თაობაზე. მათი თქმით ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია. ანალიტიკოსების თქმით მსგავსი ტიპის აგრესიული ოპერაციები რამდენიმე ქვეყნისაგან მოდის, მათ შორის არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ ქვეყანა მსგავს კიბერ-თავდასხმებთან ბრძოლას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს. ისინი უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებს, სადაც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამ საკითხზე კონსულტაციებს უწევენ.

 

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის დამარცხება შეძლო
შემდეგი სტატია“მწვანე კორიდორი” რუსი ჰაკერებისთვის – საქართველოდან განხორციელებული კიბერ თავდასხმა ბრიტანეთზე