საქართველოში კორონოსავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონოსავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო.

ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად,​ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 66 მათ შორის გამოჯანმრთელებული – ცხრა კარანტინის რეჟიმში – 3320 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა. კლინიკიდან გაწერილი პაციენტი რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ შვიდ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცრე პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დატოვებს