საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 4924 ადამიანია აცრილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 პირი აიცრა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 4924-ია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“. უწყებას დაკონკრეტებული არ აქვს არც ის, აცრილთა შორის რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 84, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 15
შემდეგი სტატიამარტვილში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა