საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ს შეადგენს.პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12 საათსა და 40 წუთზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 924-ია, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 785-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიVIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები – შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა