საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა.

„ამ ეტაპზე სამი გარდაცვლილი გვყავს. ერთი პაციენტი თავიდანვე ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო. სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი ქრონიკული დაავადება, მათ ფონზე მოხდა დაავადების გამწვავება. ერთი პაციენტი თავიდანვე კრიტიკული და მძიმე იყო. ორი პაციენტი იყო დაახლოებით 70 და 72 წლის, ერთი მამაკაცი იყო 43 წლის. ქალბატონთან იყო სიმსუქნე, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. დანარჩენ ორ პაციენტთან გადატანილი იყო თავის ინფარქტი. ქალბატონი გადმოვიდა ქუთაისიდან, ორი პაციენტი კი თბილისის სხვადასხვა კლინიკიდან“,- განაცხადა ბუბა შალამბერიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, 25 ათასი დოზა უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ