საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა – სულ 136

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის სულ 136 დაინფიცირებულია გარდაცვლილი.

დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 233 ადამიანი.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიNCDC: კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაKGB მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ – ლევან კობერიძე