საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში – ექვსი ადამიანი, ხოლო კახეთში – ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 342 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 696 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას დაკავება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ მგონია – კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : 8 ნოემბერს იქნება საერთო ეროვნული აქცია, ჩვენი მოთხოვნაა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება