საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 383 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი.

10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.37%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.50%.

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმთელდა 536 321 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა ჯგალის მოსახლეობას შეხვდა