საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა – StopCov-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 52-ს შეადგენს.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 375 ადამიანი განიკურნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი
შემდეგი სტატიაკაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა