საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 921 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 781 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში კორონავირუსისგან 45-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაპრემიერის გამოსვლა იყო ცარიელი და უშინაარსო