საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 37263-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2906 პირი გამოჯანმრთელდა