საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი.

„ჩემი პროგნოზით, ინფიცირებულთა რიცხვი არ გადააჭარბებს 1000-ს. პიკს მივაღწევთ ორი-სამი კვირის შემდეგ. ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირა. თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთის გვერდით დგომა“ , – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში86 წლის ქალს ასაკთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის გამართულმა, საათივით აწყობილმა ​მოქმედებებმა