საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე, – ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მორიგ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 390 (48.7%) იყო კაცი და 410 (51.2%) – ქალი.

პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე. საშუალო ასაკი იყო 42. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 98 (12,25%) შემთხვევაში.

ასაკობრივი ჯგუფები რაოდენობა ასეთია: 0-4 წლამდე ასაკის 19; 5-14 წლამდე ასაკის – 61; 15-19 – 38; 20-29 – 106; 30-59 – 412; 60-69 – 89; 70-79 – 53; 80+ 22;

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – „პლაქვენილის“ გამოყენება კვლევის ფარგლებში დაშვებულია
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ცენტრი – კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის 11 პროცენტი უსიმპტომო იყო