საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბაზაში აისახა.

საქართველოს გრაფაში მითითებულია, რომ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძეის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის ხელახალი ტესტის პასუხი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მისი საბოლოო გამოჯანმრთელება, დადებითი აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს და ქალბატონ მარინა ეზუგბაიას მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა