საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 632-ის მდგომარეობა მძიმეა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 632-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 308 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აღნიშნულის შესახებ ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 306 მძიმე პაციენტია თბილისში, აჭარაში კი – 111.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი – მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 508, აჭარაში-1 328“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს