საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 12:02

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით გარდაცვლილი ხანდაზმული პაციენტი იყო. ვებგვერდზე stopcov.ge ეს ინფორმაცია ჯერ არ ასახულა. 

პაციენტი 81 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.კლინიკაში ის შეიყვანეს დიაგნოზით: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა როგორც „რთული“.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 12:02