საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 117 პირი იმყოფება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა ამბობს, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 18 692 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 832 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.

“ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 969, აჭარაში – 657; დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი – მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 23. 2 249 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 – აჭარაში, ხოლო 775 – თბილისში; 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე”,-ამბობს ბერდია სიჭინავა.

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 603.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : უახლოეს მომავალში მოქალაქეები შეძლებენ, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” არჩევნების დროს “კოვიდ კარუსელის” გამოყენებას გეგმავს