საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გარდაუცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 67 წლის მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გარდაცვლილი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოში დღეს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლამდე ქალიც, რომელიც ასევე ბათუმიდან იყო. საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
შემდეგი სტატიაიმერეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა