საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77. 3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144-თბილისში, 1 715-აჭარაში, 370-იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-299, აჭარაში-138, ხოლო იმერეთში-28. სულ 6 ოქტომბრიდან – 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 139 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 817 პირი, აჭარაში – 10 336, იმერეთში-5 647“,- აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით 19 636 კვლევა ჩატარდა
შემდეგი სტატია“დღე არ გადის, სამღვდელოებამ რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ” – იღუმენი ნაზარი