საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 431 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 11-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციისთვის, 431 ადამიანიდან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 114-მდე გაიზარდა