საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 817 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 784 091-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 716 382.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 240, შიდა ქართლი – 307, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 708 საიდანაც:

1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 – თბილისში, 241 – აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 272 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ რაჭველი:გადაიყვანეთ!!!!!
შემდეგი სტატია“დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანეს”