საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 814 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 042 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 889, „პისიარ“ ტესტით – 14 153.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო შვიდი დღის – 7,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 631 563 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 598 468 გამოჯანმრთელდა, 9 221 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 862 753 აცრა, დღიურად აცრილია 9 457.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 203 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა