საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ადამიანი 79 წლის პაციენტი იყო მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან, – უთხრა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მისი თქმით, კლინიკაში პაციენტი მძიმე თანმხლები დაავადებებით მიიყვანეს.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა წალენჯიხის სოფლებში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო