საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს მხოლოდ 1-ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 639-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი რჩება.

კორონავირუსისგან საქართველოში 11 ადამიანია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიააჭარაში 250 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა