საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლოში 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 72-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866​-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა