საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 233-ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 017, აჭარაში 139, იმერეთში კი, 429 შემთხვევა გამოვლინდა