საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2020 10:56

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ჯამში 2 352 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში „კოვიდ-19“-ის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პირი გამოჯანმრთელდა.

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2020 10:56