საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი