საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 303-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 139 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაში2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი