საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 პირი გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა