საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ​22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – ოთხი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 307-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22 691.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე
შემდეგი სტატიათორნიკე რიჟვაძე : არჩევანი გავაკეთე საქართველოს წარმატებისთვის