საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 423-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 51 993 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 37 019-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიპიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადს ეტაპობრივად შეუშვებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი