საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ათი პაციენტი გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 671 შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს ოთხით აღემატება.

მათივე ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 393 პირი. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, საქართველოში კიდევ ათი პაციენტი განიკურნა.

ამ მომენტისთვის სტაციონარებში „კოვიდ 19“-ზე 266 ადამიანი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარუდგინა