საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2906 პირი გამოჯანმრთელდა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 30, 2020 11:02

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2906 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2906 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 19810-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 37263-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი.

ვირუსს სულ ქვეყანაში 285 ადამიანი ემსხვერპლა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 30, 2020 11:02