საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –446 პირი.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოში დაგეგმილ მაღალი დონის ვიდეოკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 623-მდე გაიზარდა