საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე. დილის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 52 იყო.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 430.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : ირველი საუნივერსიტეტო კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს