საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაპირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ, პირველ რიგში უზრუნველვყოთ ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვირუსთან ბრძოლაში